თამარ გაბუნია: პისიარ ტესტების მარაგზე, ასევე, ნებისმიერ სხვა მარაგსა და მარაგების შევსებაზე ლუგარის ლაბორატორია და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, ამ ეტაპზე, მარაგი საკმარისია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პისიარ ტესტების მარაგების შევსებაზე ლუგარის ლაბორატორია და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ტესტების მარაგი საკმარისია.

„როგორც პისიარ ტესტების მარაგზე, ასევე, ნებისმიერ სხვა მარაგსა და მარაგების შევსებაზე ლუგარის ლაბორატორია და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს მიმდინარე რეჟიმში. ამ ეტაპზე, მარაგი არის საკმარისი და შევსებას ველოდებით უახლოეს დღეებში. ამდენად, დეფიციტის რისკს ჩვენ, პრაქტიკულად, ვერ ვხედავთ იმ შეფასებებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არის. სწორედ ამ პროგნოზებთან მიმართებითაც იგეგმება კიდევ დამატებით საკონსულტაციო შეხვედრა ხვალ, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გააკეთებს რევიზიას პროგნოზებისას და შესაბამისად, მოხდება მარაგების მართვის მენეჯმენტიც, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ამ კუთხით პრობლემებს არ ველოდებით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები