ირაკლი ჩიქოვანი: ცხელ ხაზზე დარეკვისას ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს
“როგორც იცით, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144. გამოცხადებიდანვე ზარების ძალიან დიდი ოდენობა შემოვიდა, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით, ამ უხერხულობისთვის ბოდიშს ვუხდით”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცხელი ხაზის მუშაობა გაუმჯობესდება და მოქალაქეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
„როგორც იცით, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144. გუშინდელი დღიდან ანუ გამოცხადებიდანვე ზარების ძალიან დიდი ოდენობა შემოვიდა, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს. თუმცა, ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ინფორმირებულობა ასევე იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ინფორმაცია იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით და სრულად იყვნენ ინფორმირებულები იმ საკითხებზე, რა შეზღუდვებიც არის ამოქმედებული,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.