პაატა იმნაძე: ჩვენი კიდევ ერთი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ესაა მეხუთე შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს კიდევ ერთი, მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა.

მისი თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი ნიუ იორკში ცხოვრობდა.

“სამწუხაროდ, ჩვენი კიდევ ერთი  თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, რომელიც მეხუთე შემთხვევაა და ესაა ნიუ იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე, როგორც წინა შემთხვევაზე, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში, გარდა კორონავირუსისა, იყო თანმხლები სხვა ქრონიკული დაავადებები”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები