თეა წულუკიანი: მინდა, მივმართო პატიმრებს – 780 თანამშრომელს, რომელმაც ნებით გადაწყვიტა მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება, პატივი სცენ
“პატიმრებს მინდა, მივმართო და ვთხოვო, რომ 780 თანამშრომელს, რომელმაც ნებით გადაწყვიტა მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში, მოუფრთხილდნენ და პატივი სცენ მათ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„პატიმრებს მინდა, მივმართო და ვთხოვო, რომ ამ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტა მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში, მოუფრთხილდნენ და პატივი სცენ მათ. თუკი ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისაგან, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, ვინც, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დათანხმდა დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღით მუდმივ რეჟიმში ცხოვრებას“, – განაცხადა წულუკიანმა.