„რეალური ცხოვრება და ხელოვნება ყოველთვის იკვეთება“ – ვატიკანის ორი სხვადასხვა რაკურსი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ორ ფოტოს აქვეყნებს:
წლის ფოტოს – რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე, საგანგებო ლოცვას – Urbi et Orbi-ს აღავლენს.
მამუკა ცეცხლაძის 1986 წელს შესრულებულ „წმინდა პეტრეს ტაძარს“  – მუზეუმის კოლექციიდან. 1986. ტილო, ზეთი.
„2020 წლის 27 მარტს პაპმა საგანგებო მიმართვა “ქალაქსა და ქვეყნიერებას” წარმოთქვა.
პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია.
„ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“.
პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს.
რეალური ცხოვრება და ხელოვნება ყოველთვის იკვეთება. მამუკა ცეცხლაძის ტილოზე ვატიკანი თითქოს ხალხმრავალიცაა და დაცარიელებულიც, არქაულიც და თანამედროვეც, ოპტიმისტურიც და პესიმისტურიც“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები