თელავის მუნიციპალიტეტში თავშეყრის ადგილების მონიტორინგი გრძელდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობს.  თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის – ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აგრარული ბაზარი და სხვა.

მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს, დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები