ზუგდიდში გალელი ქალის ანალიზის პასუხი კოვიდ19-ზე დღეს გახდება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით მოთავსებული შუახნის ქალის ანალიზის პასუხი covid19-ზე, დღეს გახდება ცნობილი.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ ლალი დარახველიძის ინფირმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის მკვიდრს, 50 წლის ქალს შეყვანისას ცხელება და ხველა აღენიშნებოდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოათავსებული. ექიმის გამნარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ექიმის თქმით, მას, მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია სამი პაციენტი, ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ერთიც ახალი შემთხვევა გვაქვს, რომელსაც მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს. შემოყვანილია აფხაზეთიდან ცხელებისა და ხველების ჩივილებით, ამჟამდ მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ლალი დარახველიძემ.

როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნილია და დამატებითი ინფორმაციაც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორინავირუსის ლაბორატორულად დადასტურებული  97 შემთხვევაა, ნათგან 18 ულბე გაბნიჯკ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები