ფილიპინებზე თვითმფრინავი აფეთქდა, არიან დაღუპულები
ფილიპინებზე, მანილას საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე სამგზავრო თვითმფრინავი – Lion Air-ი დაიწვა, რომელსაც რეისი იაპონიაში, ხანედას აეროპორტამდე უნდა შეესრულებინა.
აფეთქების დროს ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ: ეკიპაჟის სამი წევრი, ექიმები და ერთი პაციენტი.
ბორტზე კორონავირუსთან ბრძოლისთვის განკუთვნილი მედიკამენტები იყო.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.