ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი – „წიგნიერი“ ონლაინრეჟიმში ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი“, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მთლიანად ცვლის ფორმატს. კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, ონლაინრეჟიმში ჩატარდება.
კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, ვინც სარეგისტრაციო ბლანკს შეავსებს. აქამდე კონკურსის გეოგრაფია შემოსაზღვრული იყო.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia -ის პროექტი „წიგნიერი” წელს მეექვსედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ “საბასა” და „თიბისის“ მხარდაჭერით იმართება – TBC – თიბისი ელექტრონული წიგნების სახლი საბა .
მონაწილეებს სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები შეირჩა. ესენია:

ედუარდ ჰეილის „უსამშობლო კაცი”:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318697?fbclid=IwAR0GRuZ6zO57lUwZKbMyB18UNnHEfNm5m2eLQ8oipSeJTt4x-mhQIOFay9s,

მალალა იუსაფზაის „მე ვარ მალალა”:  https://sulakauri.edu.ge/read-book/?bookid=7224&fbclid=IwAR3ktdVlShsQj2CUOGASxGVHit_F7y8439jlAKjCjeEPKR-wYijOoG9BnG8

ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”: http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/aluda_qetelauri.htm.

კონკურსის მონაწილეებმა ეს ნაწარმოებები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

„წიგნიერის” სამ გამარჯვებულს „თიბისი“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” და სხვადასხვა გამომცემლობა დაასაჩუქრებენ.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 20 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი.

თემის სათაური გამოცხადდება „წიგნიერის“ ფეისბუქგვერდზე ფეისბუქლაივით. კონკურსანტებმა თემის სათაურის გამოცხადებიდან 4 საათში უნდა გამოაგზავნონ ესე ელექტრონულ მისამართზე: tsignieri2020@gmail.com

კონკურსის დაწყების დროსა და სხვა დეტალებს გაეცნობით „წიგნიერის“ ფეისბუქგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიწეროთ ამავე გვერდს. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ ელექტრონულ მისამართზე, რომელსაც სარეგისტრაციო ბლანკში მიუთითებთ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ქვემოთ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSciNBVC8L8cFtd8CQC-PVN79-dx2fkw3Tqe1Gir9D0OW4_m6g/viewform?fbclid=IwAR0xpmIdV3JHfXmw0Z67E_nIVdDMUY31xkIyi4cCWmAt2mSm-KMjZUhQI44

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები