პაატა იმნაძე: ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ, ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილზე

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში არ მინდა, თავი დამანებოს ყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს,-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

იმნაძემ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს და განაცხადა, რომ  ეს მათ  თავად კარგად იციან.

„თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. იციან ძალიან კარგად, ვისზეც  ვილაპარაკე” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები