ზურაბ ნასარაია: გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (ფოტო)

კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, გურიაში გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან და ოზურგეთის მერის მოადგილესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები