30-31 მარტიდან სასურსათო პაკეტის გაცემა დაიწყება

ბათუმში პირველი აპრილიდან, 1 თვით, მუნიციპალური სასადილოები მუშაობას წყვეტენ. ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და აღარ მოხდება გამზადებული საკვების გატანა.

გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიიღო. კერძოდ, 30-31 მარტს დაიწყება სასურსათო პაკეტების გაცემა, რომელიც არამალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს. მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის სახლში პროდუქტების მიტანას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები