სოფელ ვეჯინში მამამ ჩვილი მოკლა, მეუღლეს კი ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა, მეუღლეს კი  ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ ვეჯინში „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ოჯახი საჩხერიდან იყო და ვეჯინში სტუმრად იმყოფებოდა. პაატა გველუკაშვილის ინფორმაციით, ოჯახი კონფლიქტური არ იყო და მკვლელობის მიზეზი ნათესავებისთვისაც უცნობია.
„როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ცოლ-ქმარს კონფლიქტი არ ჰქონდათ ხოლმე და თვითონაც უკვირთ, რა გახდა მკვლელობის მიზეზი“, – აცხადებს გველუკაშვილი.
დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროში “რეგიონნულ კვირას” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები