ლანჩხუთის მერი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია რისკჯგუფში მყოფი მოსახლეობა, ვცდილობთ, ყურადღება არ მოვაკლოთ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ შეჭირვებული მოსახლეობა, მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და პროდუქტები გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფში მყოფი მოსახლეობა. ვცდილობთ, მათ ყურადღება არ მოვაკლოთ, ადგილზე მივიდეთ და ის საჭირო პროდუქტები მივიტანოთ, რომლებიც მათთვის აუცილებელია”, – თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის მერიაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი სახის აქციები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომავალშიც გაგრძელდება.