თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილზე: უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია

იურისტი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი განმარტავს, რომ მას ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად კონკრეტული გეგმა აქვს.

მეგრელიშვილის განმარტებით, ახელმწიფო მაქსიმალურად ეფექტურად მართავს პანდემიით გამოწვეულ პროცესებს და სულ მცირე არასერიოზულია სახელმწიფოს მიერ უკვე ეფექტურად მართული პროცესის მართვისა და მოქალაქეების დაბრუნების დაორგანიზების ინიციატივა სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს.

„სახელმწიფოში აუცილებლობით ნაკარნახევი ზომების პარალელურად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სპეც.რეისით ქვეყანაში დაბრუნება და სპეციალურ საკარანტინე ზონებში მოთავსება ხდება. შესაძლოა, ვიღაცებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო მაქსიმალურად ეფექტურად მართავს პანდემიით გამოწვეულ პროცესებს და სულ მცირე არასერიოზულია სახელმწიფოს მიერ უკვე ეფექტურად მართული პროცესის მართვისა და მოქალაქეების დაბრუნების დაორგანიზების ინიციატივა სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს. მით უფრო იმ ადამიანმა, რომელსაც მართალია, თავდაპირველად, ჩემი ქვეყნისთვის ძლიერ რეფორმატორად ვთვლიდი, მაგრამ ძალაუფლებამ და გარემოცვამ გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანა”, – აღნიშნავს იურისტი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კიდევ არ სჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის მისეული “დაორგანიზება” ქვეყანას მწარე გამოცდილებად დარჩა.

„ალბათ შეცდომით “დაორგანიზდა” 2006 წელი, როცა ჩვენი მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიიდან გამოყარეს; რუსეთთან ომიც, რომელიც ასეთი “ორგანიზებით”გამარჯვებად ცხადდებოდა ამ დროს კი ქვეყანა ბრძოლის ველიდან ჯარისკაცების ცხედრების გამოტანას ვერ ახერხებდა… არ მგონია ეს ადამიანი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და გამოდის, კიდევ ვერ იჯერებს რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის მისეული “დაორგანიზება” ქვეყანას მწარე გამოცდილებად დარჩა. უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები