ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გააჩუმეთ უკრაინის მოქალაქე! ეს ყველაფერი უკვე ფსიქიატრიის სფეროს კომპეტენციაა

„მიხეილ სააკაშვილი იქნებ გააჩუმოს ვინმემ. ყოველდღე სისულელეების ლაპარაკი ისევ თავის პარტიას ვნებს და თავისავე მომხრეებს აკარგვინებს”, – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი განმარტავს, რომ მას ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად კონკრეტული გეგმა აქვს.

მჭედლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხან კორონავირუსზე საუბრობს და ხან ქართველების ჩამოყვანის პროცესით არის უკმაყოფილო.

„პარადოქსია პირდაპირ, გქონდეს შენი საკუთარი არხი, პროპაგანდის სხვა საშუალებები და “საკუთარ ფეხში ისროდე” ყოველი შენი გამოსვლით. ესეთ რამეს პირველად ვხედავ… ხან კორონავირუსზე საუბრობს, ხან ქართველების ჩამოყვანის პროცესით არის უკმაყოფილო, ხან ზღვის გადმოცურვა უნდა, ხან კიდე რაღაც სარდაფში გადამალულ $800 მილიონს გვპირდება… ეს ყველაფერი უკვე ფსიქიატრიის სფეროს კომპეტენციაა…გააჩუმეთ უკრაინის მოქალაქე!”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები