დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე, ბესიკ ბიჩნიგაური ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს, სადაც მიმდინარეობს მოასფალტებისა და ბორდიურების მოწყობის პროცესი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული სამუშაოებს შპს “როუდ სოლუშენი” აწარმოებს.

დაიწყო მწითურის ქუჩის და მიმდებარე სამი ჩიხის კაპიტალური შეკეთების პროცესი, რომელსაც შპს”სატრანსპორტო-სამშენებლო კომპანია” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული ქვაფენილის ნაცვლად ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა და ბორდიურების განახლება.

დუშეთის ყოფილი N3 საჯარო სკოლის შენობის ბაზაზე მიმდინარეობს ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დემონტაჟის სამუშაოებს შპს “აგრომშენსერვისი” ასრულებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები