ზაზა გულიაშვილმა სოფელ ძლევიჯვარში სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილიმა სოფელ ძლევიჯვარში სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საგზაო ნიშნება. სულ დაიგო 0,668 კმ გზის საფარი.

აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სულ სამუშაოებზე  196 449 ლარი გაიხარჯება. პროექტს შპს ,,ქროსფოინტი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები