ლუკ კოფი: შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება
„შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკასა და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორებიც საქართველო და უკრაინაა”, – ამის შესახებ „ჰერითაჯის” ფონდის მკვლევარი, ლუკ კოფი გამოცემა mei.edu-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში გამოცდილება აქვს. სამხედრო სფეროში ასეთი კომპეტენცია მას არ აქვს, ამიტომ შავი ზღვის რეგიონში მყარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისგან თავი ნამდვილად შორს უნდა დაიჭიროს.
„ამ რეგიონთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოება და სამხედრო საკითხები საუკეთესო ვარიანტში NATO-ს ან ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს უნდა მივანდოთ. მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირს ეს შეზღუდვა კარგად ესმის. „შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის” სტრატეგიის ოფიციალური დოკუმენტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ერთ აბზაცი უკავია და ისიც ყირიმსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში რჩება მნიშვნელოვან რეგიონად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკაზე და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორებიც საქართველო და უკრაინაა. საბოლოო ჯამში, თუ შავი ზღვა უსაფრთხო, დაცული და აყვავებული იქნება, ევროპაც იმავეს იქონიებს”, – ამბობს ლუკ კოფი.