თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მასშტაბით, სპექტაკლებს დისტანციურად ნახავენ

27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლების დისტანციურად ნახვის შესაძლებლობას სთავაზობს მნახველს.

 ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი

27 მარტი – სპექტაკლი „კუკარაჩა“;
27 მარტი – 20:00 საათი, მონო სპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“ მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძის მონაწილეობით;

თეატრის ფეისბუქგვერდზე ვიდეოჩვენებების ფორმატში ასევე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „სათაგური“, „მზის სხივი“, „ხუთკუნჭულა“, „კლოუნადა“, „ბილოქსი ბლუზი“, „ევანგელიონი“, „აურზაური არაფრის გამო“, „სეილემის პროცესი“, „ბაშიაჩუკი“, „არ დამივიწყო“, „ზამთრის ზღაპარი“, „სიცოცხლის ხე“, „სამი მუშკეტერი“, „სევილიელი დალაქი“, „მე ვხედავ მზეს“.

თეატრის ფეისბუქგვერდზე –  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ასევე დაიდება ორი ლაივსპექტაკლი – „სპლიყვი ფანტი“ და „მგზავრის წერილები“.

 ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – Tbilisi Opera and Ballet State Theatre:

29 მარტი – ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენი“
2 აპრილი – ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდა“
5 აპრილი – ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტი“
9 აპრილი – ჯუზეპე ვერდის რეკვიემი
12 აპრილი – ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“
16 აპრილი – ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“
20 აპრილი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის N9 სიმფონია
24 აპრილი – ჯუზეპე ვერდის ოპერა „სიმონ ბოკანეგრა“
28 აპრილი – ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერი“.

თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლები ფეისბუქგვერდზე – Marjanishvili Theatre:

„ქაქუცა ჩოლოყაშვილი” https://bit.ly/2JgdF3d
„ფაუსტი“ https://bit.ly/3dBYijB
„როგორც გენებოთ“ https://bit.ly/2QKrRFO
„დეკამერონი“ https://bit.ly/2ye022h

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიოთა თეატრის ონალინსპექტაკლები ფეისბუქგვერდზე – Tumanishvili Film Actors Theatre თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი:

27 მარტი – „გამჭოლი მოქმედება”
28 მარტი – “ბნელ ოთახში”
29 მარტი – “R+J ბედისწერა დაბნეულია, რომეო და ჯულიეტა, მესამე მეხსიერება”
3 აპრილი – “ზვავი”
4 აპრილი – “მეფე ლირი”
5 აპრილი – “7 პ.პ.”

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ფეისბუქგვერდზე: Griboedov Theatre – გრიბოედოვის თეატრი – 27 მარტიდან პროექტით „თეატრალური საკუჭნაო“ მაყურებელს სთავაზობს ონლაინრეჟიმში ნახონ თეატრის რეპერტუარში არსებული გამორჩეული სპექტაკლები: „ოსტატი და მარგარიტა“, „ხანუმა“, „ცხოვრება მშვენიერია!“

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფეისბუქვერდზე – თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი/Tbilisi State Puppet Theatre პატარა მაყურებლები იხილავენ ონლაინრეპეტიციებს საბავშვო სპექტაკლებდან: „სოფლის მაშენებლები“, „მიფრინავდნენ წეროები“; საპილოტე პროექტი „მინი სერიალი თოჯინების თეატრის ქრონიკების შესახებ“.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფესბუქგვერდზე – თელავის თეატრი

27 მარტი, 20:00 საათი – -სპექტაკლის „ვინ გატეხა ქოთანი?!“ ონლაინვერსია.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფეისბუქგვერდზე-  Meskhishvili Theatre / მესხიშვილის თეატრი:

27 მარტიდან ყოველდღიურ რეჟიმში თეატრის გვერდზე წარმოდგენილი იქნება ონლაინციკლი „რეპორტაჟები თეატრიდან“. პატარა მაყურებლებისთვის ზღაპრებს მსახიობები წაიკითხავენ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებისა და გადაცემების ყურება შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე – Rustaveli Theatre – რუსთაველის თეატრი:
თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლები განთავსდება: ,,კავკასიური ცარცის წრე”, “ხანუმა” და სხვა…

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრმატული თეატრის გვერდზე 27 მარტს სპექტაკლის „ყვავმა ბრძანა“ ვიდეო დაიდება – Petros Adamian Tbilisi State Armenian Drama Theatre

ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფეისბუქგვერდზე თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლების ჩანაწერები განთავსდება ფეისბუქგვერდზე – ახალციხის თოჯინების თეატრი • Akhaltsikhe Puppet Theatre.

ხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლების ყურება შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე – Tskhinvali Machabeli Theatre – ცხინვალის მაჩაბლის თეატრი.

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

27 მარტი, 19:00 საათი, ვიდეონაწყვეტი თეატრის პირველი სპექტაკლიდან „ჩემო კალამო“.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი
შაბათს და კვირას, 19:00 საათზე, ფეისბუქგვერდზე – Eristavi Theatre / ერისთავის თეატრი/ დაიდება სპექტაკლები თეატრის რეპერტუარიდან.
ქუთაისის თოჯინების თეატრის  ფეისბუქგვერდზე – ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი საბავშვო სპექტაკლების ჩანაწერები დაიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები