27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა – სპექტაკლ „პარტახის“ ვიდეოჩანაწერის ჩვენება გაიმართება

27 მარტს, 20:00 საათზე, სპექტაკლ ,,პარტახის“ ვიდეოჩანაწერის ჩვენება გაიმართება. ასე ულოცავს საზოგადოებას თეატრის საერთაშორისო დღეს თეატრი „გლობუსი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ჩვენებით თეატრი ,,გლობუსი“ (რუსთაველის 19) და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო უერთდება კამპანიას – „დარჩი სახლში“.
რეჟისორი – სანდრო მრევლიშვილი.
დრამა ერთ მოქმედებად, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით.
შეძლებული გლეხი – ჯერან ტავრიძე, მამიდისა და დედის რჩევით, ცოლად ირთავს ხელმოკლე გლეხის – ზალიკა ნარიშვილის ასულს. ოჯახური ურთიერთობები დგას არა სიყვარულზე, არამედ ტრადიციების ცრუ პატივისცემასა და ძალადობაზე. შესაბამისად, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „პარტახი“ დღესაც აქტუალურია.
მონაწილეობენ: ანი ბებია, თორნიკე ბელთაძე, ქეთევან ლუარსაბიშვილი, ნატო ფილია, სოფო მეძმარიაშვილი, ელენე ქასრაძე, გიორგი ქვრივიშვილი, მარიამ არღუთაშვილი, ზურაბ სულხანიშვილი, ბექა ქამხაძე, გურამ ბერეკაშვილი, ბექა ქავთარაძე, ნათია ნიკოლაშვილი, შოთა გაბელაია.
სპექტაკლის ყურება შესაძლებელია ბმულზე: https://www.facebook.com/rustaveli19/?eid=ARDxcBo8tXEazFNKAE4bOfQZ6IpgLbChS0lIEwDLs-a8ZAgPNQI_N0Qxrbjru0pXHA95vOuCbpyIJxUG

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები