სოფელ ბრეძაში ახალი სამანქანო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში ახალი სამანქანო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 46 859 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს „ბედეკი west” ასრულებს.