ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 1200-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას, მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში 10 მასშტაბური პროექტი ხორციელდება.