ბაღდათში შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები. მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი –  არჩილ გოგსაძე მერის პირველ მოადგილე  კახა ენუქიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “გი-ან 2011-ი” ასრულებს.  პროექტის ღირებულებაც 500,000.00 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები