ფშაურ კაფიასა და ხმით ნატირლებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფშაურ პოეტურ ტრადიციას – ფშაურ კაფიასა და ფშაური ხმით ნატირლებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ  2020 წლის 16 მარტს გამოსცა ბრძანება.
ფშავლების ადგილობრივი ხალხური ზეპირსიტყვიერების ტრადიციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფშაურ პოეზიას და ფშაურ კაფიას (მილექსება). „ხმით ნატირლები“ სიმღერით ამოსათქმელი სამგლოვიარო ლექსებია. გავრცელებულია ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები