​ლალი ტურძელაძე: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მარნეულიდან შეყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

“14 დღის ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, რომ შემოვიდა, კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთში მიიჩნევა, რომ საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია, რაც ძალიან გვიხარია.

დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, რომელიც მარნეულშია – ბაბუა გვეკონტაქტება და გვეუბნება, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

კორონავირუსი ბავშვს არ დაუდასტურდა”, – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები