ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მედიკოსებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.

მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში მოქალაქეების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მკაცრ თვითიზოლაციაში მოექცევიან.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა სოფელ ნახიდურში უკვე შეამოწმეს მარნეულში COVID-19-ით ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები