თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, ცივი პლასტისა და აკრილის საღებავით მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები.

პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 997 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინი,, ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი