ნიდერლანდებში განაცხადეს, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელების შეჩერება შეძლეს
ნიდერლანდების ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის დირექტორმა, იაპ ვან დისელმა განაცხადა, რომ, მთავრობის მიერ მიღებული ზომების შედეგად, კორონავირუსული ინფექციის ზრდის შეჩერება მოხერხდა.
“ყოველ შემთხვევაში დადებითი ტენდენცია გვაქვს”, – აღნიშნა მან ბრიფინგზე.
დისელის თქმით, ინფიცირებული ადამიანის მიერ სხვა ადამიანისთვის გადადებული დაავადების რაოდენობა მაქსიმუმ ერთს უდრის, რაც დადებითი სიგნალია, მანამდე ერთი პაციენტი მინიმუმ ორს აინფიცირებდა.
ამასთანავე, ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა, აფეთქების ნიველირება იმიტომაც ხდებოდეს, რომ ყველა ადამიანი არ გადის ტესტირებას.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტენსიური თერაპია მძიმე პაციენტებს გაუმკლავდება.
ნიდერლანდებში კორონავირუსით 5 585 ადამიანია ინფიცირებული, 276 გარდაცვლილია.