მარინა ენდელაძე: ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, კლინიკურად გამოჯანმრთელებულია.
„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურად კარგი მდგომარეობა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, დაკვირვებას ვაწარმოებთ და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება.
კარგად არის, კლინიკურად აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა „TV პირველის“ ეთერში მარინა ენდელაძემ.
თამუნა შეყილაძე