“ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა, ესეც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი ყოფილა”

“ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა, შემდეგ ამოვიკითხეთ, რომ ესეც ყოფილა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი, მაგრამ ეს არ არის ძალიან საგანგაშო სიმპტომი”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ, მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ექიმების ეჭვები, ძირითადად, პაციენტების გამოკითხვას ეყრდნობა.

“კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვეულებრივი გრიპოზული სიმპტომი. ჩვენ ეჭვი მიგვაქვს, ჯერჯერობით, იმით, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია საეჭვო ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში და ხომ არ ჰქონდათ შეხება დაავადებულ ინფიცირებულ პირთან. ანუ, გამოკითხვით. ძირითადად, ეყრდნობა ჩვენი ეჭვი გამოკითხვას. ანუ, არ არის რაიმე ისეთი სიმპტომი, რომელიც 100 %-ით მიგვანიშნებს, რომ მას აქვს კორონავირუსული ინფექცია. თუმცა, ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა. შემდეგ ამოვიკითხეთ, რომ ესეც ყოფილა დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი კორონავირუსისთვის, მაგრამ ეს არ არის ძალიან საგანგაშო სიმპტომი და ეს არ არის, რა თქმა უნდა, 100%-იანი სიმპტომი, რომელიც ამ დაავადებაზე მიგვანიშნებს,“ – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები