სახლში დარჩენილებისთვის – „გოდერძი ჩოხელისეული ადგილების ფოტოალბომი“

დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი აგრძელებს მუშაობას „გოდერძი ჩოხელისეული ადგილების ფოტოალბომზე“.
იგი, ფეისბუქგვერდზე, სახლში დარჩენილებს სთავაზობს რამდენიმე ფოტოს აღნიშნულ „ალბომის“ ზამთრის მოტივებიდან.
„დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ გამოსაცემად ამზადებს „გოდერძი ჩოხელისეული ადგილების ფოტოალბომს“.

 

..და ბაკურხევისკენ გადავლენ ქიდაქის მთაზე….
გამოვა სახლიდან ბუბუნაურთ ვანიაი, წამოწვება მხარ-თეძოზე. გორზე გრილა და ეგ გორს ეძახის ,,ცივქედას“, ხალხი მაგას ეძახის ,,ბუბუნაურთ ცივქედას“ („ცივქედა“ და გოდერძი ჩოხელის დედულეთის ნასახლარი სოფელ ბურსაჭირში).
თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე…
მარცხნივ წამოყუდებული კლდე იყო, რომლის ფხაზეც ყინულის ლოლუები ეკიდა…
მიყვარხარ, სამი დღის მთვარევ, მთიულ ქალაის ტანითა. სამოთხეს თუ არ ანათებ, მე ის სამოთხეც არ მინდა!
მკვდრის მზე ჰქვია მზის ჩასვლის მერე მწვერვალებზე შემორჩენილ ფერმკრთალ მზის სხივს. მზე მიიწურა ჩემი სულის დაღრუბლულ ცაზე, ღამდება უკვე…
სიცივეს გაელურჯებინა არაგვი და მთების თეთრ გულ-მკერდში ისე მიიკლაკნებოდა, ლამაზი პატრონის გულ-მკერდით გაქეზებული ლალისფერი ყელსაბამი რომ ჩაიკლაკნება ხოლმე სითეთრეში…

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები