თელავში მოხალისეები თავშეყრის ადგილებსა და სასურსათო მაღაზიებს ამოწმებენ
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებიან და თავშეყრის ადგილებს, მათ შორის ბანკებს, საბანკო ტერმინალებს, სასურსათო მაღაზიებს, აგრარული ბაზარსა და სხვა ადგილებს ამოწმებენ.
მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის აგრარული ბაზრის სადეზინფექციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან, დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილონ მითითებულ წესებს და დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართონ ექიმს.