რუსეთში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არსებობს ცუნამის საფრთხე

რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის სამსახურის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას დაფიქსირდა, რომლის შედეგად ცუნამი წარმოიქმნა, ტალღებმა სახალინის ოლქამდე მიაღწია.

წინასწარი მონაცემით, მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია.

თუმცა, აღინიშნება, რომ ცუნამის საფრთხე ნარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები