საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრებისგან დაცლიდან, COVID-19 ბორტზე კიდევ 17 დღის განმავლობაში ცხოვრობდა

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი საკრუიზო ლაინერ Dimond Princess-ის კაიუტებსა და ზედაპირზე მგზავრებისგან დაცლიდან 17 დღის შემდეგაც რჩებოდა.

“РНК SARS-CoV-2 იდენტიფიცირებული იყო როგორც სიმპტომების მქონე, ისე არმქონე მგზავრების კაიუტებში 17 დღის შემდეგ, თუმცა დეზინფექციის ჩატარებამდე. აღნიშნული მონაცემი ვერ იქნება გამოყენებული იმის განსაზღვრისთვის, მოხდა თუ არა ვირუსის გადაცემა დაბინძურებული ზედაპირებიდან”,- აღნიშნულია მოხსენებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დაინფიცირების ერთ-ერთ წყაროს საკრუიზო ლაინერები წარმოადგენდნენ.

“თებერვალ-მარტში COVID-19-ის აფეთქება სამ საკრუიზო ლაინერს უკავშირდება, რაც 800 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა, ასევე 10 ლეტალური შემთხვევით დასრულდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები