“ნაცმოძრაობა” თელავის მაცხოვრებლებს პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს ურიგებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თელავის ოფისთან პარტიის წევრები მოქალაქეებს პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს ურიგებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები მოსახლეობისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოხდეს კორონავირუსის პრევენციული ზომების დროული გატარება.

“ეს პროცესი მოედება მთელს საქართველოს და, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ადამიანებს დავუდგეთ გვერდში”, – განაცხადა ბოტკოველმა.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიება ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები