საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – გურამ თაყნიაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია მწუხარებას გამოთქვამს  გურამ თაყნიაშვილის გარდაცვალების გამო.
„გურამ თაყნიაშვილი გახლდათ საქართველოს საბიბლიოთეკო დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამ საქმის გამორჩეული ღვაწლმოსილი, კეთილსინდისიერი, უშუალო და თავმდაბალი პიროვნება. იგი იყო ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ რედაქტორი.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ბატონი გურამი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად უფროსი იყო, ყოველთვის ახალგაზრდული შემართებით გვედგა გვერდში და ჩვენთან ერთად იზიარებდა ყველა ინოვაციურ წამოწყებას“, – აღნიშნულია საქართელოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები