„დარჩით სახლში და მოიწყვეთ ნამდვილი ლიტერატურული ოდისეა“
20 მარტიდან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
„პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, მათ შორის, ჩვენი სამივე წიგნის მაღაზიაც. დღეიდან ასევე დისტანციურად იმუშავებს ჩვენი თითქმის ყველა თანამშრომელიც. იმედი გვაქვს, რომ კრიზისს ყველანი ღირსეულად გავუმკლავდებით და სულ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
მანამდე კი, არ მოიწყინოთ, ჩვენი წიგნები კვლავ ხელმისაწვდომია. გამოიწერეთ ნებისმიერი წიგნი ჩვენი ვებგვერდიდან და მარტის ბოლომდე ისარგებლეთ უფასო მიტანის სერვისით. დარჩით სახლში და მოიწყვეთ ნამდვილი ლიტერატურული ოდისეა!
ჩვენი ვებგვერდია: https://www.sulakauri.ge/
წიგნის შესაძენად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, დაამატოთ წიგნი კალათაში და შემდგომ მიჰყვეთ გადახდის ინსტრუქციას. თანხას ელექტრონულად გადაიხდით. თბილისში წიგნს მაქსიმუმ სამ, ხოლო რეგიონში – ხუთ სამუშაო დღეში მიიღებთ.
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კი, ელექტრონულ სწავლებაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ ჩვენი ციფრული სკოლა – https://sulakauri.edu.ge/ – რომელზეც თვის ბოლომდე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო სამთვიანი წვდომით სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სასწავლო რესურსებზე.
უფასო წვდომის გასააქტიურებლად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ სამთვიანი პაკეტი (ფორმალურად, 0 ლარად), რის შემდეგაც წიგნი გამოგიჩნდებათ განყოფილებაში „ჩემი წიგნები“ და შეძლებთ ელექტრონულად სარგებლობას“, – აღნიშნულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.