„ჟაკლინი“ – წიგნის ონლაინწარდგენა გაიმართება
25 მარტს, 19:00 საათზე, ლელა ლაშხის წიგნის „ჟაკლინის“ ონლაინწარდგენა გაიმართება.
„სახლიდან ბევრი რამის კეთება შეიძლება, მათ შორის, წიგნის წარდგენაზე დასწრებაც. https://www.facebook.com/sulakauripublishing/?eid=ARASGtxMODVFVBbXuedMFdXDBh5wpwd8MlPZPNHHXb8QxIXNHq3o4Dv_TTWxNxcWWVupUQHD8Hojlh9B
#დარჩისახლში და სახლში მოკალათებულმა ონლაინ უყურე ლელა ლაშხის წიგნის – „ჟაკლინის“ – წარდგენას. წიგნს თავად ავტორი წარადგენს და მკითხველებს ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ კითხვების დასმაც.
შემოუერთდი ღონისძიებას და არ გამოგრჩეს „ლაივი““, – აცხადებენ ორგანიზატორები.
წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და შეძენა შესაძლებელია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდზე, რომელზეც მარტის ბოლომდე შესაძლებელია უფასო მიტანის სერვისით სარგებლობა: https://bit.ly/2QEglLP