„იცით თუ არა, რომ ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი კოლხეთის ისტორიით იყო გატაცებული?!“
ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი კოლხეთის ისტორიით ყოფილა გატაცებული. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია წერს ფეისბუქის გვერდზე.
„იცით თუ არა, რომ ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი კოლხეთის ისტორიით იყო გატაცებული?! მაშ ასე, საქმე შემდეგშია: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა მსოფლიოს უდიდესი წიგნთსაცავია მსოფლიოში. ის 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს, გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს საკუთარი წიგნების მთელი კოლექცია მიყიდა (6487 წიგნი) და ამით მის ხელახლა დაბადებას დაუდო საფუძველი.
საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკა კონგრესის ბიბლიოთეკაში იმთავითვე განსაზღვრული იყო. მიზეზი საკმაოდ მარტივია, თომას ჯეფერსონი გატაცებული იყო კოლხეთის თემატიკით, ამიტომაც საკმაოდ ბევრს წყაროსა თუ ნაშრომს კითხულობდა როგორც მედეაზე, ისე ოქროს საწმისზე.
ამერიკის შეერთხებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტი 1792 წლის 3 ივლისს ჯეიმს მედისონისადმი გაგზავნილ წერილში კოლხეთს მოიხსენიებს. ჯეფერსონი წერილში იმდროინდელ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებას აღწერს და კოლხეთისათვის ბრძოლას მხატვრულ ეპითეტად იყენებს. ფოტოზე სწორედ ჯეფერსონის აღნიშნული წერილია აღბეჭდილი. „ამბები ხელოვნების სასახლიდან” ყოველთვის საინტერესო ამბებს გიყვებათ“,- წერს გიორგი კალანდია.