მარტვილში მოხალისეები გადამზადდნენ
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, საქართველოს “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ფილიალმა მოხალისეები გადაამზადა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეების ჯგუფი რისკჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს დაეხმარება.