კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქარელში საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდა.
საქართველოს მთავრობისა და სათანადო უწყებების მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, შესაბამისი სამსახურებისა და მოხალისეების ჩართულობით, მოსახლეობისათვის საინფორმაციო მასალის დარიგება მოხდა.
საინფორმაციო ბუკლეტები, ასევე, განთავსდა თვალსაჩინო ადგილებზე.