ანგელა მერკელის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა – კანცლერი კარანტინშია
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თვითიზოლაციაშია, რომელსაც საკუთარ სახლში გაატარებს.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა, რომ ექიმს, რომელმაც კანცლერს 20 მარტს ნემსი გაუკეთა, კორონვირუსი დაუდასტურდა.
ზაიბერტის განმარტებით, მერკელი კორონავირუსზე ტესტებს რეგულარულად გაიკეთებს მომდევნო რამდენიმე დღეში, საბოლოოდ კი გაირკვევა, არის თუ არა ის ინფიცირებული.