23 მარტი ჯემალ აჯიაშვილის დაბადების დღეა
23 მარტი მთარგმნელის, მწერლია და პოეტის ჯემალ აჯიაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 76 წელი შეუსრულდებოდა.
ჯემალ აჯიაშვილის დაიბადა 1944 წლის 23 მარტს დაბა სენაკში; 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის განყოფილება. 1968-1971 წლებში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში.1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში.
ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.
2005 – ლიტერატურული პრემია „საბა“ (საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“);
1996 – ღირსების ორდენი;
1995 – ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია;
1991 – პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია;
1984 – საქართველოს სახელმწიფო პრემია.