გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22 672-მდე გაიზარდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22 672-მდე გაიზარდა, 86 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო სტატისტიკა რობერტ კოხის ინსტიტუტმა გაასაჯაროვა.​

ინსტიტუტის მონაცემით, ერთ დღეში 4062 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 31 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.​

თუმცა, ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ფაქტობრივი ციფრები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია, რადგან უქმეებზე ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოების ნაწილს ინსტიტუტისთვის მონაცემი არ მიუწოდებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები