ჯუზეპე კონტე: იტალიელებს მძიმე განსაცდელი ელოდებათ, ეპიდემიის პიკი წინ გვაქვს
“იტალიელებს მძიმე განსაცდელი ელოდებათ, რადგან კორონავირუსის ეპიდემიის პიკი ქვეყანაში წინ გველოდება, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება”, – ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
“ძალიან მძიმე დღეები იქნება, რადგან ჯერ კიდევ ინფიცირების მწვავე ფაზას არ მივაღწიეთ, ციფრები კიდევ გაიზრდება. უახლოეს დღეებში, შემოღებული ზომებისგან, ეფექტს ველოდებით”, – განაცხადა კონტემ გაზეთ la Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, შემოღებულ ზომებს მომენტალური შედეგის მოცემა არ შეეძლოთ.
“მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიან ქცევაზე: ვიმეორებ, თუ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, თუ ყველა საკუთარ გასაკეთებელს გააკეთებს, უმძიმეს განსაცდელს ადრე დავძლევთ”, – თქვა კონტემ
22 მარტს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იტალიაში ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 60 ათასს შეადგენს, 5476 პაციენტი გარდაიცვალა, 7 ათასზე მეტი განიკურნა.