ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 23 ათასს გადააჭარბა, 1812 პაციენტი გარდაიცვალა

“ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23049-მდე გაიზარდა, 1812 პაციენტი გარდაიცვალა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.

მისი ინფორმაციით, გასული ერთი დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1411-ით გაიზარდა, 8376 ადამიანი განიკურნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები