ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებს სასურსათე ამანათები დაურიგდათ

ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებს სასურსათე ამანათები დაურიგდათ. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები მცირეწლოვან ბავშვებთან მარტო დარჩენილ მშობლებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ სახლებში მიუტანა.

პანდემიასთან ბრძოლის გამო, ქვვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ უკვე დავურიგეთ საკვები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. ყოველდღიურ სადილს იღებენ „მადლიერების სახლის” ბენეფიციარები. დღეს კი სასურსათე ამანათები მარტოხელა მშობლებს მივუტანეთ”, – განაცხადა ნინო თვალთავძემ.

სასურსათე ამანათები 30 მარტოხელა მშობელს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები