საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. მიხეილ ქამუშაძის თქმით, ცენტრში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“გუშინ გადმოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,ასევე, დამაკმაყოფილებელია დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობაც”,- აღნიშნა მიხეილ ქამუშაძემ.
შეგახსენებთ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი იმყოფება. მათგან ერთი გუშინ ქუთაისიდან გადაიყვანეს. კარანტინში კი 26 ადამიანი რჩება.