ემზარ საბანაძე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებს გაეცნო
ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოინახულა.
რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს “იერი” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 991000 ლარს შეადგენს და აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციას და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას მოიცავს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.